IPM-ის 3-12 დეკემბრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 65% საპროტესტო აქციებს მხარს უჭერს. მოსახლეობის 61% მიიჩნევს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, ხოლო 50% თვლის, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა პრორუსულია.
კვლევაში მოცემულია, რომ 18-34 წლის ახალგაზრდებში საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო მაღალია და ამ ასაკობრივ კატეგორიაში საპროტესტო აქციებს 76% უჭერს მხარს.
“ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით IPM კვლევებმა ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა.
მოსახლეობის 65 % უჭერს მხარს აქციებს. აღსანიშნავია, 18 -34 წლის ახალგაზრდებში საპროტესტო მუხტი უფრო მაღალია და 76% უჭერს მხარს.
სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 3-12 დეკემბრის ინტერვალში. გამოიკითხა 18+ წლის 1 600 მოქალაქე.
კვლევის ცდომილება 95% ნდობის ინტერვალში არ აღემატება +/- 2,5%-ს” – ნათქვამია განცხადებაში.