IPI ევროკავშირის რეზოლუციას მიესალმება და მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს

საერთაშორისო მედიის ორგანიზაცია IPI (International Press Institute) მიესალმება ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოს მედიასივრცის თავისუფლებისა და სამოქალაქო უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს და ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს.
IPI განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეაჩეროს თავისუფალ მედიაზე ზეწოლა და შეწყვიტოს კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დევნა.
„ევროპარლამენტის რეზოლუცია არის მკაფიო გზავნილი, რომ მედიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიუღებელია. მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას,“ — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.