IPI: საზმაუდან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლებას ვგმობთ

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მოამბის წამყვან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და გადაცემა რეალური სივრცის წამყვანის ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლებას გმობს.
IPI აცხადებს, რომ მხარს უჭერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს, რომლებიც “პოლიტიკური კონტროლისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო გააჩუმეს” და არხზე მათ აღდგენას მოითხოვს.
IPI condemns dismissal of Public Broadcaster journalists Vasil Ivanov-Chikovani and Nino Zautashvili. We stand with GPB journalists silenced for resisting political control and demand their reinstatement.https://t.co/ulZfl5c18l— IPI – The Global Network for Independent Media (@globalfreemedia) April 14, 2025