iPhone-ის ნაწილების მწარმოებელი ქარხანა დაიწვა

ინდოეთში, კომპანია Tata Electronics-ის ქარხანა დაიწვა, რომელიც iPhone-ის ნაწილებს აწარმოებდა. ხანძრის შედეგად ორი თანამშრომელი დაშავდა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
მეხანძრე-მაშველების განცხადებით, ქალაქ ჰოსურში მდებარე ქარხანაში ქიმიური ნივთიერებების საწყობი აალდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი ხანძრის გამომწვევ მიზეზებს დაადგენენ და ყველა ზომას მიიღებენ თანამშრომლების უსაფრთხოების დასაცავად.
ხანძრის შედეგად, ქარხნის მუშაობა სრულად შეჩერებულია.