iPhone-ის გაყიდვები ეცემა, მიუხედავად იმისა, რომ Apple-მა ხელოვნური ინტელექტი დანერგა

iPhone-ის გაყიდვები წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით ერთი პროცენტით – $69,7 მილიარდიდან $69,1 მილიარდამდე დაეცა.
როგორც BBC წერს, წინა წელს Apple-მა თავის პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების დამატება დაიწყო. ინვესტორებს იმედი აქვთ, რომ ეს ხელს შეუწყობს გაყიდვებს, რომლებიც შემცირებულია.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ Apple-ს მოუწევს პროდუქტების განახლება, რათა თავისი უპირატესობა შეინარჩუნოს ტექნოლოგიურ ბაზარზე, სადაც ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მეტად ვითარდება.
წყარო: იმედიდიუსი