INTERNATIONAL PIANO MASTERS-ი თბილისში ბრუნდება

INTERNATIONAL PIANO MASTERS-ი თბილისში ბრუნდება.
განსაკუთრებული მუსიკალური ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და ქართველ ახალგაზრდა პიანისტებს შესაძლებლობას აძლევს მასტერკლასები მსოფლიო კლასის პედაგოგებთან გაიარონ.
“25 ივნისიდან 10 ივლისამდე შესაძლებელია მოიპოვოთ ადგილი საერთაშორისო საზაფხულო აკადემიაში და გაიაროთ ინდივიდუალური გაკვეთილები თანამედროვეობის გამორჩეულ პედაგოგებთან, როგორებიც არიან: პასკალ ნემიროვსკი, ნორიკო ოგავა, ურსულა ოფენსი, ლუი შვიცგებელი, მანანა გოცირიძე და ლეგენდარული ჯერომ ლოვენთალი.
განრიგი:
25-30 ივნისი – “ნიჭიერთა ათწლედი”
7-10 ივლისი – რეგიონები“, – ნათქვამია INTERNATIONAL PIANO MASTERS-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გვიმტკიცებენ, რომ საქართველო არის დაბალი ღობე და არ შეუძლია მიიღოს კანონები, რომლებსაც იღებენ ევროპის ქვეყნები – კანონიც არ უნდა მივიღოთ რევოლუციის წინააღმდეგ და თვითონ საკუთარი თავი უნდა დაიცვან რევოლუციებისგან