Intelligence Online: უკრაინამ სპეციალური ესკადრილია შექმნა, რომელშიც F-16-ების ამერიკელი და ნიდერლანდელი ვეტერანი პილოტები არიან ჩართული

ფრანგული გამოცემა Intelligence Online ავრცელებს ინფორმაციას, რომ რამდენიმე კვირის წინ, უკრაინამ სპეციალური ესკადრილია შექმნა, რომელშიც F-16-ების ამერიკელი და ნიდერლანდელი ვეტერანი პილოტები არიან ჩართული და უკრაინის თავზე რუსულ თავდასხმებს იგერიებენ. ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.
🔴 დანაყოფი განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს კიევის ოლქის ცის დაცვაში. ამავე გამოცემის ინფორმაციით, შემადგენლობაში არიან ის ამერიკელი პილოტები, რომლებსაც ავღანეთში დიდი საბრძოლო გამოცდილება აქვთ. ერთ-ერთი მათგანი კი ცოტა ხნის წინაც მონაწილეობდა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციებში. ნიდერლანდებიდან კი შერჩეული არიან პილოტები, რომლებსაც მომზადება ელიტარულ ევროპულ საჰაერო საბრძოლო სკოლებში აქვთ გავლილი და სპეციალიზებულნი არიან თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ საჰაერო ბრძოლაში.
🔴 Intelligence Online აზუსტებს, რომ დასავლელმა ვეტერანებმა ხელი მოაწერეს 6-თვიან კონტრაქტებს და მათ არ აქვთ ოფიციალური წოდებები უკრაინულ სტრუქტურაში.