Instagram-მა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის 4 შვილის ანგარიშები დაბლოკა. ადამ, ახმათ, ხამზათ და ელი კადიროვების ანგარიშები დაბლოკილია. ინფორმაციას X-ზე NEXTA ავრცელებს. Instagram-ს თავად რამზან კადიროვის ანგარიშებიც დაბლოკილი აქვს. დაიბლოკა ასევე რამდენიმე ჩეჩნური გვერდი, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერის შესახებ სიახლეებს ავრცელებდა.
Youtube-მა დაბლოკა ჩეჩნური სახელმწიფო სატელევიზიო კომპანია „გროზნის“ არხი.
