Insider-მა რუსული დაზვერვის ოფიცერი აღმოაჩინა ოპოზიციის ჯგუფში, რომელიც სანქციებზე მუშაობდა

ცნობილი მოჭადრაკის, პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე გარი კასპაროვის მიერ 2016 წელს ორგანიზებული „თავისუფალი ს ფორუმის“ ერთ-ერთი ყოფილი მონაწილე ივან ჟიხარევი სინამდვილეში რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს(ГРУ) თანამშრომელი ივან ჟიგარევია. ამის შესახებ ჟურნალისტური გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით წერს გამოცემა The Insider-ი.
გამოცემის თანახმად, 2017 წლიდან „ჟიხარევი“ ჯერ „ჩანერგეს“ სახაროვის ცენტრთან არსებულ „მოსკოვის ადამიანის უფლებათა სკოლაში“, იმავე წლიდან კი არაერთხელ მონაწილეობდა კასპაროვის მიერ ორგანიზებულ ფორუმებში და გაწევრიანდა სამუშაო ჯგუფშიც, რომელიც პუტინის ხელისუფლების წარმომადგენელთა საწინააღმდეგო სანქციებზე მუშაობდა.
The Insider-ის ინფორმაციით, 2017 წლამდე „ჟიხარევი“ მონაწილეობდა საზღვარგარეთ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სპეცოპერაციებში, მათ შორის ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილ აგენტზე, სერგეი სკრიპალზე თავდასხმის და ჩეხეთის სამხედრო საწყობებში აფეთქებების ორგანიზებაში.
გამოცემის თანახმად, 2015-2017 წლებში „ჟიხარევი“ პირადობის დამადასტურებელი ყალბი მოწმობებით იმყოფებოდა ამსტერდამში, მიუნხენში, ბერლინსა და თბილისში, ხოლო 2018 წელს საფრანგეთში, რუსეთის სამხედრო დაზვერვის საიდუმლო ბაზაზე.
The Insider-ის ინფორმაციით, „ჟიხარევმა“ 2021 წლიდან შეწყვიტა ურთიერთობა „მოსკოვის ადამიანის უფლებათა სკოლასთან” სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც საფრანგეთში მისი რეალური საქმიანობა გამოაშკარავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – “ქართული ოცნება” ცდილობს, დასავლეთს გადააბრალოს არჩევნებში ჩარევა, რომ პოტენციური რუსული ჩარევის საფრთხეები გადაფაროს – მისი მიზანია, არ აღიაროს სადამკვირვებლო მისიების შეფასებები

პრემიერი – ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაფართოებაზე, ასევე, ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც აუცილებელია რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად