INGCO – ხელსაწყოების წამყვანი ბრენდი

სამუშაო ხელსაწყოები და ინსტრუმენტები გადამწყვეტ როლს ასრულებს უსაფრთხო და მშვიდი საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს შექმნაში. ისინი ხელს უწყობს მრავალი სხვადასხვა ტიპის დაზიანებისა და ავარიების ალბათობას. ეს კი მნიშვნელოვნად ამარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას.
სამუშაო ხელსაწყოების მაღაზია “ინგკო” მრავალი სხვადასხვა ტიპის ინსტრუმენტსა და მოწყობილობას გთავაზობთ თქვენი სახლისა და ეზოსთვის.
მაღაზიის კატალოგში შემდეგი ტიპის პროდუქტები შედის:
· ყველაფერი ბაღის მოსავლელად – ბაღის მოტო-ელექტრო ხელსაწყოები, სარწყავი საშუალებები;
· ელექტრო პროდუქცია – საიზოლაციო ლენტი, საკაბელო ცალუღი, ნათურები და სანათები;
· ელექტრო დანადგარები და ხელსაწყოები – საამქრო დანადგარები, ჰაერის კომპრესორი, შედუღების აპარატები;
· ხესა და ლითონზე სამუშაო ინსტრუმენტები – გირაგები, სტეპლერი და წებოს თოფი, ჩაქუჩები, ბრტყელტუჩები, მკვნეტარები და გრძელტუჩები, ლითონზე და პლასტმასაზე სამუშაო მაკრატლები, მოსაჭიმები, ქლიბები, ხერხები, ხელის ზუმფარები და პირები, სახრახნისები.
· სამღებრო და სალესი ხელსაწყოები – სამღებრო დანები, სამართებლები, საფხეკები, ლილვაკები, ფუნჯები, ჭურჭელი, სილიკონის თოფები და ქაფჩები;
· ხელსაწყოების აქსესუარები და სახარჯი მასალა – აბრაზივები, საჭრელი დისკები, ბეწვახერხისა და ელექტრო ხრახნდამჭერის პირები, კომპრესორის აქსესუარები, სატეხი და სახეხი პირები, წებოს თოფის ტყვიები, წნევით სარეცხი დანადგარებისა და შედუღების აპარატის აქსესუარები;
· საზომი ხელსაწყოები – დენის საზომი ხელსაწყოები, დეტექტორები, თარაზო, ნიველირი, საზომი რულეტები, სანიშნი ხელსაწყოები, ხელის საზომი ინსტრუმენტები;
· სპეციალური ტანსაცმელი და უსაფრთხოება – სამუშაო ტანსაცმელი, უსაფრთხოების ქამრები, ჩაფხუტები და ნიღბები, ჟილეტები, ფეხსაცმელები, რეზინი ჩექმები, სათვალეები, ქურთუკები და სპეც. ხელთათმანი;
· ყველაფერი ავტომობილისთვის – ავტომობილის დამტენი მოწყობილობები, ინდუსტრიული მტვერსასრუტი, საპოხი საშუალებები, მაღალი წნევით სარეცხი დანადგარები, ჰიდრავლიკური ამწეები;
· სამაგრები და შესანახი ყუთები – ანკერები, დამჭიმები, მოქლონები, ტენტები, ფოლადის ცალუღები, შურუპები და თვითმჭრელები, ყუთები და ჩანთები ხელსაწყოებისთვის.
სამუშაო ხელსაწყოების მაღაზია „ინგკო“ მოცემული პროდუქტების ფართო არჩევანს გთავაზობთ. პროდუქტები მაღალი ხარისხითა და მოსახერხებელი დიზაინით გამოირჩევა.
პროდუქტების შესარჩევად ეწვიეთ „ნოვას“ ჰიპერმარკეტებს ან შეიძინეთ პროდუქტები „ინგკოს“ ოფიციალურ ვებსაიტზე.