საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. ამის შესახებ IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა, ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა დღეს ეროვნულ ბანკში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ აქამდე არსებული 6%-იანი პროგნოზი 7.3%-მდე გაიზარდა.
ალეხანდრო ჰაჟდენბერგის თქმით, საქართველოს ინფლაციას სამიზნე ორიენტირთან ახლოს იყო და იმედი გამოთქვა, რომ ასეც გაგრძელდება 2026 წელს.
ჰაჟდენბერგმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში, საერთაშორისო რეზერვების მოცულობას, რაც ადეკვატურზე ნაკლები იყო ადრე, „მაგრამ პოზიტიური ნიშანია, რომ ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი შესყიდვები განახორციელა ბოლო თვეების განმავლობაში და შეავსო საერთაშორისო რეზერვები“, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, სანქციების გაგრძელებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს საქართველოს ეკონომიკაზე.
ამასთან, სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ სებ-ის მმართველობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერება მაკროეკონომიკური სტაბილურობის ცენტრალურ ელემენტად რჩება.
სავალუტო ფონდი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს საბანკო სისტემა კვლავ კარგად კაპიტალიზებული და მომგებიანია.
