II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში 4 234.9 ათასი ტონა ტვირთი გადამუშავდა

2024 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 4 234.9 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 11.9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 44.2 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 33.9 პროცენტი – თხევადი ტვირთი, ხოლო 21.9 პროცენტი – ნაყარი ტვირთი. სტატისტიკას „საქსტატი“ აქვეყნებს.