II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთბრუნვა შემცირდა, ხოლო მგზავრთა ნაკადი 17.7%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს აეროპორტებმა 2.1 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 17.7%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
მათგან, 1.1 მლნ მგზავრი ქვეყანაში შემოვიდა (+17.4%), ხოლო 1.0 მლნ გაემგზავრა (+18.1%). მგზავრთა ნაკადის 95.1% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
საქსტატის მიხედვით, II კვარტალში აეროპორტებიდან შესრულდა 8.6 ათასი სამგზავრო რეისი, რაც 12.8%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
ტვირთისა და ფოსტის ნაკადი 9.0 ათას ტონას შეადგენდა: აქედან 92.2% შემოსული, ხოლო 7.8% გაგზავნილი. აღნიშნულ პერიოდში განხორციელდა 0.9 ათასი სატვირთო რეისი, რაც 86.9%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით.
საერთო ჯამში, 2025 წლის II კვარტალში საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 172.6 ათასი იყო (+1.5%), ხოლო გადატანილი ტვირთი – 38.2 ათასი ტონა, რაც წლიურად 18.6%-ით შემცირებულია.