II კვარტალში რძის და ხორცის წარმოება შემცირდა, კვერცხის გაიზარდა – სტატისტიკა

წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 184.0 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.1 პროცენტით ნაკლებია. ხორცის წარმოებამ 18.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 9.5 პროცენტით ნაკლებია.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 179.7 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.6 პროცენტით მეტია.
ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს