2025 წლის II კვარტალში ბიზნესს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.5%-ით 60.3 მილიარდი ლარამდე გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, ზრდის ტენდენცია იყო ბიზნესს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელშიც. 2025 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 23.2 მილიარდი ლარი იყო, რაც წლიურად 13%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
II კვარტალში ბიზნესს სექტორის ბრუნვის მოცულობაში ყველაზე მაღალი წილი, 35% (დაახლოებით 21 მილიარდი ლარი) ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე მოდიოდა, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 33%-იანი წილით (19.8) მილიარდი ლარით. მესამე ადგილზეა დამმუშავებელი მრეწველობა 8%-იანი წილით
წილით, რაც 4.8 მლრდ ლარია.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის შესაბამის პერიოდში ბიზნესს სექტორში ყველაზე მაღალი ბრუნვა (34.5%) ვაჭრობას ჰქონდა, რაც დაახლოებით 18.5 მლრდ ლარი იყო. აზარტული თამაშები ხელოვნება, გართობა, დასვენების სექტორში შედის და მთავარი წილი უჭირავს ამ სექტორში. 2018 წლიდან აზარტული თამაშების ბრუნვის მოცულობა განისაზღვრება ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამით.
