IfW–ს ექსპერტების პროგნოზით, 2024 წელს გერმანიის მშპ 0,1%-ით შემცირდება

გერმანიის ეკონომიკისთვის პოზიტიურმა წინასწარმა სიგნალებმა არ გაამართლა, ქვეყნის მშპ კვლავ შემცირდება 2024 წელს, ნათქვამია კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის(IfW) მიმოხილვაში.
IfW–ს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გერმანიის მშპ წელს 0,1%-ით შემცირდება. ამრიგად, კლება ზედიზედ მეორე წელი დაფიქსირდება – 2023 წელს გერმანიის ეკონომიკა 0,3%-ით შემცირდა.
ზაფხულში IfW ელოდა, რომ ქვეყნის მშპ წელს 0,2%-ით გაიზრდებოდა.
interfax