ifact-ის ჟურნალისტურ გამოძიება: გელათის მე-12 საუკუნის მოზაიკის კედლიდან ჩამოვარდნის რისკი მაღალია

გელათის მთავარი ტაძრის საკურთხევლის აფსიდში მდებარე ისტორიული მოზაიკა – ღვთისმშობელი ყრმით, მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზებთან ერთად სწრაფი დეგრადაციის პროცესშია და მაღალია მისი კედლიდან ჩამოვარდნის რისკი – ამის შესახებ საუბარია ifact-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში.

როგორც ifact-ის სტატიაშია ნათქვამი,  მოზაიკაზე ზრუნვა შარშან ზაფხულში დაიწყო. გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა მოზაიკის შესასწავლად იტალიელი კონსერვაციის სპეციალისტი, რობერტო ნარდი მოიწვია. მან 2023-2024 წლებში ორი ანგარიში მოამზადა. პირველში, მოზაიკა ზედაპირულად შეაფასა, 2024 წლის 24 ივლისს კი სიღრმისეული დასკვნა გამოქვეყნდა.

დასკვნის თანახმად მოზაიკა სწრაფი დეგრადაციის პროცესშია და მაღალია მისი კედლიდან ჩამოვარდნის რისკი. “…გაგვიჭირდა ინჟინრების ვერდიქტის დაჯერება, რომლებმაც მოზაიკის კედლიდან მოშორების პროცენტულობა საერთო ფართობის 89%-ით განსაზღვრეს. უპირველესი რეკომენდაციაა, მაქსიმალურად სტაბილური გარემოს შექმნა, რაც მინიმუმამდე დაიყვანს მოზაიკის რისკს…” – ნათქვამია დასკვნაში.

რობერტო ნარდის რეკომენდაციით, მოზაიკის კრიტიკულ წერტილებზე რაც შეიძლება მალე უნდა მოეწყოს ერთგვარი დამცავი, რომ ძეგლმა კონსერვაციას გაუძლოს.

გადახურვა და მოზაიკა არ არის გელათის ერთადერთი პრობლემა, რომელიც დროულად ვერ მოგვარდა და რომლის ბედიც გაურკვეველია. უცნობია, რა მდგომარეობაშია ახლა გელათის მთავარი ტაძრის გრძელი ბზარი, რომელმაც 2022 წელს იჩინა თავი.

ვრცლად  ifact.ge