მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდება 2025 წელს დღეში 105.1 მილიონ ბარელამდე გაიზრდება, ამის შესახებ ნათქვამია ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ყოველთვიურ ანგარიშში.
2024 წლის მიწოდების შეფასების დღეში 100 ათასი ბარელით 103 მილიონ ბარელამდე შემცირების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის მიწოდების ზრდის ტემპი 2.1 მილიონი ბარელი იქნება დღეში. ეს 300 ათასი ბარელით მეტია ივნისის ანგარიშში პროგნოზირებულზე.
IEA–ს მონაცემებით, ივნისში მსოფლიოში ნავთობის მიწოდება დღეში 950 ათასი ბარელით გაიზარდა და 105.6 მილიონ ბარელს მიაღწია, რაც 2.9 მილიონი ბარელით მეტია 2024 წლის ივნისის მაჩვენებელზე.
