IDF: ჰეზბოლამ ჩრდილოეთ ისრაელში ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია დაბომბა

ს თავდაცვის ძალების ცნობით, ჰეზბოლამ ჩრდილოეთ ისრაელისში, იქრითში ანტისატანკო რაკეტა ისროლა, რის შედეგადაც ბერძნული ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია დაინგრა.
“თავდასხმა არა მხოლოდ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1701-ე რეზოლუციის ცხადი დარღვევაა, არამედ ასევე არის აღმსარებლობის თავისუფლების დარღვევა” – წერია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში X-ზე (ყოფილი Twitter).
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თავდასხმისას დაზიანდა ერთი სამოქალაქო პირი.
ჰეზბოლა ლიბანის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელსაც ირანი აფინანსებს და ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ დაიწყო სპორადული თავდასხმები ისრაელის ჩრდილოეთ ტერიტორიებზე.