IDF „ჰამასის“ თავდასხმისას გატაცებული კიდევ 5 მძევლის დაღუპვას ადასტურებს

ისრაელის შეიარაღებული ძალები, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმისას გატაცებული კიდევ ხუთი მძევლის დაღუპვას ადასტურებს. IDF-ის ცნობით, დაღუპულთა ოჯახის წევრები უკვე ინფორმირებული არიან.
ოთხი დაღუპული კიბუც ნირ ოზის მცხოვრებია, ერთ-ერთი მათგანი 75 წლის ელიახ მარგალიტია, რომლის შვილიც ტყვეობიდან გუშინ გაათავისუფლეს. დაღუპულთა შორისაა 26 წლის მუსიკოსიც, რომელიც ფესტივალიდან გაიტაცეს.