7 ოქტომბერს ჰამასის ისრაელზე თავდასხმიდან სამი თვის თავზე, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორის ჩრდილოეთში ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის სამხედრო ინფრასტრუქტურის სრულად დაშლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
IDF-ის წარმომადგენლის დანიელ ჰაგარის თქმით, ისრაელის არმია ღაზის ჩრდილოეთში წარმატებას კიდევ უფრო გააღრმავებს, ღაზა-ისრაელის საზღვარზე თავდაცვისუნარიანობას გაზრდის, ხოლო მთავარი ყურადღება ღაზის ცენტრალურსა და სამხრეთ ნაწილებში ჰამასის განადგურებას დაეთმობა.
ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 7 იანვარს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ომი მხოლოდ მაშინ დამთავრდება, როცა ჰამასი სრულად განადგურდება, ისრაელელი ტყვეები გათავისუფლდებიან და ღაზა ისრაელისთვის საფრთხე აღარ იქნება.