IDF: ჩრდილოეთ ღაზაში “ჰამასის” სარდლობა განადგურებულია

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში “ჰამასის” სამეთაურო სტრუქტურის დაშლა დაასრულეს.
IDF-ის პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ პალესტინელი ბოევიკები ახლა ტერიტორიაზე მხოლოდ სპორადულად და მეთაურების გარეშე მოქმედებენ. მისივე თქმით, ისრაელმა ღაზის ჩრდილოეთით დაახლოებით 8000 მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელა.
ჰაგარი ასევე ამბობს, რომ ს თავდაცვის ძალები ახლა ორიენტირებულინო არიან “ჰამასის” სამხრეთ და ცენტრალურ ღაზაში განადგურებაზე.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.