IDF ღაზის სექტორის ზონების რუკა გაავრცელა და განაცხადა, რომ ეს დაეხმარება ევაკუაციას

ისრაელის თავდაცვის ძალებმა შექმნეს ღაზის სექტორის რუკა, რომელიც ასობით მცირე ზონადაა დაყოფილი, ეს უწყების თქმით, მოსახლეობას დაეხმარება თავი აარიდონ მომავალ საბრძოლო მოქმედებებს. უწყება პალესტინელებს სთხოვს, ყურადღება მიაქციონ თავიანთი ტერიტორიის მონიშვნას და თვალყური ადევნონ IDF-ის სამომავლო განახლებებს.
რუკაზე ტერიტორიები დანომრლია. ს თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებს, რომ ის შექმნილია მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად, მოემზადონ “ომის შემდეგი ეტაპისთვის”. სამხედროები შეიძლება გამოიყენონ ეს რუკა, რათა მოუწოდონ პალესტინელებს კონკრეტული ტერიტორიებიდან ევაკუაციისთვის, როდესაც IDF-ის სახმელეთო შეტევა გაფართოვდება ზოლის სამხრეთით, ნაცვლად იმისა, რომ მოითხოვონ მასობრივი ევაკუაცია, როგორც ეს მოხდა ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში.
IDF ამბობს, რომ რუკა დაყოფილია ცნობად ზონებად, რათა ადამიანებს საშუალება მისცენ “მოითხოვონ თავიანთი უსაფრთხოებისთვის კონკრეტული ადგილებიდან ევაკუაცია საჭიროების შემთხვევაში”