IDF: სახმელეთო შეტევა ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე დაიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სახმელეთო შეტევა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილშიც დაიწყო – IDF აგრძელებს სახმელეთო ოპერაციის გაფართოებას ჰამასის ცენტრების წინააღმდეგ მთელ ღაზის სექტორში – აცხადებს IDF-ის სპიკერი დანიელ ჰაგარი.
„გუშინ, დღეს, ჩვენ მოვკალით [ჰამასის] ბატალიონის მეთაურები, ასეულის მეთაურები და მრავალი ოპერატორი. გუშინ დილით ჩვენ დავიწყეთ იგივე მოძრაობა ღაზას სექტორის სამხრეთით – ამბობს IDF-ის შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევი.
მისივე თქმით, ს არმია მტკიცედ და საფუძვლიანად იბრძოდა ღაზის სექტორის ჩრდილოეთში და იგივე გააგრძელებს სამხრეთ ნაწილშიც.