IDF კიდევ ერთ ოთხსაათიან “ტაქტიკურ პაუზას” აცხადებს

IDF კიდევ ერთ ოთხსაათიან “ტაქტიკურ პაუზას” აცხადებს
ს თავდაცვის ძალებმა კიდევ ერთი, ოთხსაათიანი “ტაქტიკური პაუზა” გამოაცხადეს, რათა მშვიდობიანი მოსახლეობა ღაზის ჩრდილოეთ ნაწილიდან სამხრეთში გადავიდეს.
პაუზები, რომლებიც შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შემდეგ იქნა შეთანხმებული, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვეულებრივ ყოველდღიურ მოვლენად იქცა, მაგრამ სხვადასხვა სფეროს მოიცავს.
დღევანდელი პაუზა იმოქმედებს დილის 10 საათიდან 14 საათამდე და მოიცავს ალ სალამსა და ალ ნურის უბნებს. ამ დროის განმავლობაში, მშვიდობიან მოსახლეობას საშუალება ექნება გადაადგილეს სამხრეთით სალაჰ ალ დინის მარშრუტის გამოყენებით – მთავარი გზა, რომელიც აკავშირებს ღაზას ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს.
მანამდე, რამდენიმე საათით ადრე ისრაელმა განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ქალაქ ღაზასთან ახლოს, დაიკავეს ლტოლვილთა ბანაკი.
კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ თქვა, რომ ძალებმა დაასრულეს შათის ლტოლვილთა ბანაკის აღება და თავისუფლად მოძრაობდნენ მთელ ქალაქში.
ბოლო დღეებში IDF ავრცელებს თავის კონტროლს ღაზის ჩრდილოეთით და აცხადებს, რომ დაიკავა ტერიტორიის საკანონმდებლო ორგანოს შენობა და პოლიციის შტაბი.