IDF-ის განცხადებით, ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნების საიდუმლო სამეთაურო ცენტრს დაარტყეს

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, 17 ივნისის ღამით ირანზე მიტანილი საჰაერო იერიშების სამიზნე ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნების საიდუმლო სამეთაურო ცენტრი იყო.

“ჩვენ გავანეიტრალეთ ირანის რეჟიმის მთავარი სამხედრო საგანგებო შტაბ-ბინა”. – თქვა IDF-ის ოპერაციების დირექტორატის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ოდედ ბასიუკმა რეპორტიორებთან საუბრისას.

IDF-ის თანახმად, იერიშმა ირანის სამხედრო ხელმძღვანელობის სხვა წევრებს გაქცევა აიძულა.

ბასიუკის თქმითვე, ისრაელის თავდაცვის ძალები “მზადაა, გააგრძელოს ირანში ტერორის ხელმძღვანელების მიყოლებით ლიკვიდირება”.

აღნიშნულ სამეთაურო შტაბ-ბინაზე დარტყმის შემდეგ, IDF-ის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა ირანის საგანგებო სამხედრო სარდლობის, ხატამ-ალ ანბიას ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელი, ალი შადმანი, რომელიც თანამდებობაზე დაახლოებით 4 დღის წინ დაინიშნა, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი ისრაელის იერიშებს ემსხვერპლა.

ისრაელის მიერ 13 ივნისს დაწყებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, ირანის უმაღლესი სამხედრო სარდლობის უდიდესი ნაწილია ლიკვიდირებული.

წყარო