IDF: ისრაელელი ელად კაცირი ღაზის სექტორში ტყვეობაში მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელელი მძევალი ელად კაცირი ღაზის სექტორში ტყვეობაში მოკლეს. ელად კაცირი კიბუც ნირ ოზიდან 7 ოქტომბერს ჰამასის ტერორისტებმა ოჯახის წევრებთან ერთად გაიტაცეს.
როგორც ცნობილია, ელად კაცირი ღაზის სექტორში ჰამასის ტყვეობიდან ტერორისტული ორგანიზაცია პალესტინის ისლამური ჯიჰადის ტყვეობაში აღმოჩნდა.
6 აპრილს ელად კაცირის ცხედარი ღაზის სექტორიდან ისრაელში გადაასვენეს, სადაც ოჯახს მისი დაკრძალვის საშუალება მიეცემა. გავრცელებული ინფორმაციით, ს თავდაცვის ძალებმა კაცის ცხედარი სამხრეთ ღაზის სექტორში, ხან იუნისის ტერიტორიაზე იპოვეს. პალესტინის ისლამურმა ჯიჰადმა დეკემბერში და იანვარში რამდენიმე პროპაგანდისტული ვიდეო გაავრცელა, სადაც ელად კაცირი ჯერ კიდევ ცოცხალი ჩანს.