IDF: ირანისგან დამატებითი საფრთხე აღარაა მოსალოდნელი – მოვუწოდებთ ხალხს, დატოვონ თავშესაფრები

ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) აცხადებენ, რომ ამჟამად ირანის მხრიდან ს მიმართულებით დამატებითი საფრთხე არ არსებობს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სარაკეტო შეტევა დასრულდა.
ცოტა ხნის წინ ფრონტის სარდლობამ გაავრცელა შეტყობინება და აცნობა მშვიდობიან მოსახლეობას, რომ მათ შეუძლიათ დატოვონ თავშესაფრები.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარმა ბრიფინგზე თქვა, რომ ისრაელის თავდასხმას “შედეგები მოჰყვება”.
“ჩვენ ვართ გაძლიერებულ მზადყოფნაში, შეტევისას დავიცავთ ისრაელის მოქალაქეებს. ამ [რაკეტების] გასროლას შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვაქვს გეგმები და ვიმოქმედებთ იმ დროსა და ადგილას, რომელსაც ავირჩევთ”, – თქვა მან.
ისრაელელებმა თავშესაფრებში დარჩენის ბრძანება 1 საათის წინ მიიღეს, როცა ირანმა ქვეყანაზე ბალისტიკური რაკეტებით შეტევა დაიწყო. ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.