IDF თეირანის მოსახლეობას იერიშის შესახებ აფრთხილებს და ნაწილს ევაკუაციისაკენ მოუწოდებს

ს თავდაცვის ძალები თეირანის მოსახლეობას მოსალოდნელი იერიშის შესახებ აფრთხილებს და მათ ნაწილს ევაკუაციისაკენ მოუწოდებს.
“ძვირფასო მოქალაქეებო, თქვენი უსაფრთხოებისთვის, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დატოვოთ თეირანის მესამე რაიონში აღნიშნული ტერიტორია”, – აცხადებს ს თავდაცვის ძალების წარმომადგენელი, სერჟანტი კამალ პენჰასი.
თავდაცვის ძალები შესაბამის პოსტს სოციალურ ქსელ X-შიც ავრცელებს:
“პატივცემულო მოქალაქეებო, თქვენივე უსაფრთხოების მიზნით, გთხოვთ დატოვოთ ფოტოზე მითითებული თეირანის ტერიტორია”. – წერია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, აღნიშნულ რაიონში, უახლოეს საათებში ისრაელის არმია იმოქმედებს.