IDF: დრონი, რომლითაც ეილათის ბაზას დაარტყეს, ირანში იყო დამზადებული და ირანიდან იმართებოდა

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის დანიელ ჰაგარის თქმით, დრონი, რომლითაც ეილათის სამხედრო საზღვაო ბაზაზე იერიში მიიტანეს ირანში იყო დამზადებული და ირანიდან იმართებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული დრონი ერაყის ტერიტორიიდან პროირანულმა დაჯგუფება – ერაყის ისლამურმა წინააღმდეგობამ გაუშვა ს საზღვაო ბაზის მიმართულებით.
“ეს ძალიან სერიოზული ინციდენტია” – თქვა დანიელ ჰაგარიმ.
მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებს ამ თავდასხმის გამოძიებას და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გეგმავს ეილათის ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას.
იერიშის შედეგად ეილათის ნავსადგომში ერთი შენობა დაზიანდა. თავდასხმისას არავინ დაშავებულა ან გარდაცვლილა.