IDF: დრონით იერიშისას მოკვდა ჰამასის ტერორისტი, რომელსაც იარაღი ღაზაში რაფადან გადაჰქონდა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დრონით თავდასხმისას მოკვდა ჰამასის ტერორისტი, ვისამ აბუ იშაქი რომელსაც იარაღი არალეგალურად რაფას გავლით ღაზაში გადმოჰქონდა. როგორც ცნობილია, ტერორისტს ეგვიპტიდან ღაზაში იარაღი მიწისქვეშა გვირაბებით შეჰქონდა.
ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთ საზღვარზე დრონით იერიში 25 ივნისს მიიტანა. იერიშის სამიზნეები იყო გვირაბები და შენობები, სადაც ტერორისტები აფარებდნენ თავს. ს თავდაცვის ძალების ცნობით, ვისამ აბუ იშაქს ჰამასისთვის არალეგალური იარაღი ეგვიპტიდან ბოლო წლების მანძილზე გადაჰქონდა.
IDF-ის განცხადების მიხედვით, მას შემდეგ, რაც ისრაელმა რაფის გამშვები პუნქტი, ეგვიპტე-ღაზის სასაზღვრო ტერიტორია დაიკავა, ჰამასი ვეღარ ახერხებს ამ გზით იარაღის შემოტანას.