ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ ღაზაში სარაკეტო გამშვები პუნქტები გაანადგურეს.
მათი თქმით, ქალაქ ხან–იუნისში სამხედრო ოპერაციები გრძელდება, სადაც ისრაელის მე-7 ჯავშან ბრიგადამ ერთ-ერთი გვირაბის შესასვლელი გაანადგურა. მას “ჰამასი” იარაღის საწყობად იყენებდა.
ამასთან, IDF-ის ინფორმაციით, გუშინ, 12 იანვარს სამხედროებმა დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ადორას დასახლებაში, სამი შეიარაღებული პირი მოკლეს.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.