IDF აცხადებს, რომ ღაზაში იარაღის მიწისქვეშა ქარხანა აღმოაჩინეს

IDF აცხადებს, რომ ღაზაში იარაღის მიწისქვეშა დიდი ქარხანა აღმოაჩინეს, რომელიც შორი დისტანციის რაკეტების დასამზადებლად გამოიყენებოდა – ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ რაკეტების გარდა, სახელოსნოში სტანდარტული საბრძოლო მასალის ასლებს აწარმოებდნენ, მაგითად ნაღმტყორცნებს. ასევე ქარხანა უკავშირდებოდა გვირაბებს, რომელიც ღაზის საბრძოლო ნაწილებში იარაღის გადასატანად გამოიყენებოდა.

ს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ “ჰამასი” სამხედრო ინფრასტრუქტურას, მათ შორის გვირაბებს, სამოქალაქო ტერიტორიებზე მიზანმიმართულად ათავსებს, რომ მათზე თავდასხმა გართულდეს. აღნიშნულს “ჰამასი” უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა