IDC ვარაუდობს, რომ IT-ზე გლობალური ხარჯები 2025 წელს 1996 წლიდან ყველაზე სწრაფი ტემპით გაიზრდება

ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მომსახურების განვითარებაზე დახარჯული თანხები 2025 წელს 14%-ით გაიზრდება და 4.25 ტრილიონ დოლარს შეადგენს, – პროგნოზირებს ანალიტიკური ორგანიზაცია International Data Corporation (IDC).
ეს ზრდა ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება 1996 წლიდან, როდესაც IT ხარჯების დინამიკა განისაზღვრა Windows 95 ოპერაციული სისტემის გამოშვებით, პერსონალური კომპიუტერების გამოყენების გაფართოებით და ინტერნეტით, – აღნიშნავს IDC.
დღეს ის განისაზღვრება ს ტექნოლოგიებით და ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩადებული კოლოსალური ინვესტიციებით.
2025 წელს IT ბაზრის მთავარი თემა გახდა, თუმცა ხელოვნურ ინტელექტში რეალური ინვესტიციების უმეტესობა შესაბამისი მომსახურების მიმწოდებლების ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა მიმართული“ – ამბობს IDC-ის ვიცე-პრეზიდენტი სტივენ მინტონი.
მისი თქმით, ასეთ ინვესტიციებს მხარდაჭერას უწევს კომპანიების ხარჯები საბაზო IT პროდუქტებზე და მომსახურებაზე, რაც ხელოვნური ინტელექტის პროვაიდერებისთვის შემოსავლის ძირითადი ნაწილის მომტანია.
IDC-ის შეფასებით, მონაცემთა ცენტრების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე პროვაიდერების ხარჯები წელს 86%-ით გაიზრდება, დაახლოებით 500 მილიარდ დოლარამდე.
IDC პროგნოზირებს, რომ IT ხარჯები 2026 წელს 10%-ით გაიზრდება.
წყარო: Interfax