ინტერამერიკული განვითარების ბანკმა (IDB) ამაზონის პირველი ობლიგაციები გამოუშვა და $100 მილიონი მოიზიდა, რაც რეგიონში ტყის საფარის მასობრივ ჩეხასთან ბრძოლასა და ადგილობრივ თემთა მხარდასაჭერად მიიმართება.
5-წლიანი ობლიგაციის კუპონის განაკვეთი 3.82%-ია. ეს ოპერაცია დროთა განმავლობაში $1 მილიარდამდე ობლიგაციების გამოშვების გეგმის დასაწყისია. ობლიგაციების ემისია IDB-ის საინიციატივო პაკეტის ნაწილია, რომელიც გაეროს კლიმატის სამიტამდე, COP30-მდე, მდგრადი დაფინანსების მოზიდვას ისახავს მიზნად.
როგორც ბანკის ხელმძღვანელი განმარტავს, დიდი ალბათობით, სხვა ქვეყნებიც ამ გზას გაჰყვებიან.
IDB-ის პრეზიდენტის ილან გოლდფაინის თქმით, ბრაზილიის მთავრობამ ბანკს უკვე აცნობა, რომ მსგავსი ფასიანი ქაღალდების გამოშვებას იმავე ჩარჩოს ფარგლებში გეგმავს, რომელიც IDB-მა მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით შეიმუშავა.
ბრაზილია, კოლუმბია და პერუ იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც ამაზონის ტროპიკული ტყის 6 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორიის დაცვაზე მუშაობენ რეგიონში, რომელიც პლანეტის ცოცხალ ორგანიზმთა ცნობილი სახეობების 10%-ზე მეტისთვისაა ენდემური.
თანხის ნახევარი, დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი, ბრაზილიის ცენტრალურ ბანკისთვის, დერივატივების კონტრაქტის ფარგლებში შეთავაზებულ ვალუტის ჰეჯირების ინსტრუმენტზე მუშაობას მოხმარდება.
IDB Invest-ის შესახებ
IDB Invest, ამერიკათაშორისი განვითარების ბანკის ჯგუფის წევრი, არის მრავალმხრივი განვითარების ბანკი, რომელიც ორიენტირებულია ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის წევრი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე კერძო სექტორის მეშვეობით. IDB Invest აფინანსებს მდგრად კომპანიებსა და პროექტებს ფინანსური შედეგების მისაღწევად და რეგიონში ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი განვითარებისთვის. მისი მართვის ქვეშაა 21 მილიარდი დოლარის აქტივების პორტფელი. ბანკს 25 ქვეყანაში 394 კლიენტი ჰყავს. IDB Invest გთავაზობთ ინოვაციურ ფინანსურ გადაწყვეტილებებსა და საკონსულტაციო მომსახურებას, რომლებიც აკმაყოფილებს მისი კლიენტების საჭიროებებს სხვადასხვა ინდუსტრიაში.
Amazonia Forever-ის შესახებ
Amazonia Forever არის ჰოლისტიკური ქოლგა პროგრამა, რომლის მიზანია ბიომრავალფეროვნების დაცვა და მდგრადი განვითარების დაჩქარება მოქმედების სამი მიმართულებით: დაფინანსების გაფართოება, ცოდნის გაცვლის ხელშეწყობა და რეგიონული კოორდინაციის ხელშეწყობა ამაზონის რვა ქვეყანას შორის.




