ICR ჯგუფი ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ხანძრის გამო, იქ მოქმედ მაღაზიებს და რესტორნებს ახალ ლოკაციაზე გადაიტანს

ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძის განცხადებით, 21 დეკემბერს, საღამოს ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ხანძრის გამო, კორპორაციის მართვის ქვეშ არსებული 6 ობიექტი ახალ ადგილზე გადავა და კვების ობიექტებსა თუ ტანსაცმლის მაღაზიებში დასაქმებული 150-მდე თანამშრომელი სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს.