ICC-საქართველო უნგრეთის და სლოვაკეთის საელჩოებთან ურთიერთობას წყვეტს – აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს.
“საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში შეწყვეტს ურთიერთობას უნგრეთის და სლოვაკეთის საელჩოებთან საქართველოში და თავს შეიკავებს ნებისმიერი უნგრული ან სლოვაკური ბიზნესის დახმარებისგან.
ICC-საქართველო არ ითანამშრომლებს არცერთ ქვეყანასთან, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ინტერესებს და ხელს შეუწყობს ქართველი ხალხის მომავლის დანგრევას”, – ნათქვამია განცხადებაში.
