ICC-მ ისრაელის პრემიერ-მინისტრის დაკავების ორდერი გამოსცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ჰააგაში ს პრემიერ-მინისტრ ს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის დაკავების ორდერი გასცა. მათ ბრალი წაუყენეს ღაზას სექტორში ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში.
როგორც სასამართლოს შეტყობინებაშია ნათქვამი, მისმა წინასასამართლო პალატამ დაადგინა, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ნეთანიაჰუმ და გალანტმა, ისრაელის ოპერაციის დროს რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ აღიარებულია როგორც ტერორისტული ჯგუფი შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში) წინააღმდეგ, – გამიზნულად და განზრახ დატოვეს ღაზის სამოქალაქო მოსახლეობას გადარჩენისთვის საჭირო ნივთების, მათ შორის საკვების, წყლის, მედიკამენტებისა და სამედიცინო მარაგის, ასევე საწვავისა და ელექტროენერგიის გარეშე. სასამართლოს ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაეროსა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების არაერთი მიმართვის მიუხედავად, ისრაელის ხელისუფლებამ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება შეზღუდა, რამაც სასამართლოს საშუალება მისცა მათთვის წაეყენებინა ბრალდება შიმშილის, როგორც ომის საშუალების გამოყენების შესახებ. ასევე არსებობს ცნობები სულ მცირე ორი შემთხვევის შესახებ, რომლებსაც წინასასამართლო პალატა განიხილავს როგორც მიზანმიმართულ თავდასხმებს ღაზის სამოქალაქო მოსახლეობაზე.
ჰააგის სასამართლოს ისრაელის მაღალჩინოსნებისა და ასევე „ჰამასის“ ლიდერების დაპატიმრების ორდერების გაცემა მანამდე პროკურორმა, კარიმ ხანმა სთხოვა.
ის ფაქტი, რომ ICC-ის პროკურორმა კარიმ ხანმა მოითხოვა ნეთანიაჰუსა და გალანტის დაკავების ორდერის გაცემა, 20 მაისს გახდა ცნობილი. ამასთან, სასამართლომ მოითხოვა დაპატიმრების ორდერი შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში ტერორისტულად აღიარებული პალესტინური დაჯგუფება ჰამასის სამი ლიდერისთვის – იაჰია სინვარის, მუჰამედ დეიფისა და ისმაილ ჰანიესთვის.
მას შემდეგ სამივე ლიდერი დაიღუპა ისრაელის სამხედრო დარტყმების შედეგად.
ისრაელი და შეერთებული შტატები, ისევე როგორც ისრაელის სხვა მოკავშირეები, მრავალი მიზეზის გამო ეწინააღმდეგებიან ICC-ის იურისდიქციას ნეთანიაჰუსა და გალანტის მიმართ. -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღმაშფოთებელი უწოდა ICC-ის ჩარევას ისრაელთან დაკავშირებით.

არც ისრაელი და არც შეერთებული შტატები არ აღიარებენ ICC-ის იურისდიქციას.