ICC-ის პროკურორი ნეთანიაჰუს, გალანტისა და “ჰამასის” ლიდერების დაკავების ორდერებს ითხოვს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ორშაბათს განაცხადა, რომ სავარაუდო ომის დანაშაულებების ჩადენისთვის, ს პრემიერ-მინისტრი ს, ისრაელის თავდაცვის მინისტრისა და “ჰამასის” სამი ლიდერის დაკავების ორდერი მოითხოვა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა, ღაზაში შვიდთვიანი ომის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ მას აქვს საფუძვლიანი მტკიცებულები იმისთის, რომ ყველას “დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა”, სავარაუდო ომის დანაშაულებებზე და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე.
მისი თქმით, უკვე მოითხოვა ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტისა და ასევე ქვეყნის პრემიერის, ნეთანიაჰუს დაკავების ორდერები. სწორედ ეს ორი თანამდებობის პირი განსაზღვრავს, ღაზის სექტორში “ჰამასის” წინააღმდეგ, ისრაელის შეტევის სტრატეგიას.
პროკურორმა, ასევე მიოთხოვა “ჰამასის” მეთაურის იაჰია სინვარის, მუჰამედ ალ-მასრის, “ჰამასის” სამხედრო ფრთის მთავარსარდლის და ისმაილ ჰანიეს, “ჰამასის” პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის დაკავების ორდერების გაცემაც.
ახლა წინასწარი დაკავების მოსამართლეთა კოლეგიის გადასაწყვეტია, საკმარისი იქნება თუ არა მტკიცებულებები დაკავების ორდერის გასაცემად. ორდერის გაცემის მიუხედავად, სასამართლოს არ აქვს საშუალება, აღასრულოს დაკავების ორდერით გათვალისწინებული პროცედურა. საერთაშორისო სასამართლოს მიერ წარმოებულ გამოძიებას, ღაზაში მიმდინარე ომის შესახებ, დიდი ხანია ეწინააღმდეგებიან შეერთებული შტატები და ისრაელი.
ისრაელელმა და პალესტინელმა ლიდერებმა უკვე რამდენჯერმე უარყვეს ბრალდებები ომის დანაშაულების ჩადენის შესახებ.
„ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ კოლექტიურად უნდა ვაჩვენოთ, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, კონფლიქტის დროს ადამიანის ქცევის ფუნდამენტური საფუძველი, ვრცელდება ყველა ინდივიდზე და თანაბრად ვრცელდება იმ სიტუაციებში, რომლებსაც ჩემი ოფისი და სასამართლო მიმართავს“, – თქვა ხანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას