iCash-ის ინოვაციური სავაჭრო პროგრამა ბიზნესებისთვის

ბოლო წლებში, უამრავი ბიზნესი გაციფრულდა, რაც ინტერენეტ ტექნოლოგიების განვითარებამ და თანამედროვე, ჭკვიანი მოწყობილობების გამოგონებამ განაპირობა.
ამ პლატფორმებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია 10 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია iCash Cloud-ზე დაფუძნებული სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ეხმარება ბიზნესებს ფინანსური ტრანზაქციების გამარტივებაში.
iCash შედგება ორი მოდულისგან:
· ონლაინ პლადფორმა, რომლის საშუალებითაც შეგიძლია გქონდეს წვდომა სხვადასხვა ოპერაციებზე ნებისმიერი ადგილიდან
· სავაჭრო პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც Windows-ზე, ისე Android-ზე, უკავშირდება ფისკალურ და არაფისკალურ მოწყობილობებს
მაღაზიის პროგრამა გეხმარება მართო და აკონტროლო შენი ბიზნესი ერთ სივრცეში. ეს არის ე.წ. POS აღჭურვილობა, აპარატურისა და პროგრამული სისტემის კომპლექსით, რომელიც ასრულებს მოქმედებას ფისკალური რეგისტრატორის საფუძველზე. პროგრამის საშუალებით გასცემს ფულს, მიიღებს, ან გააუქმებ შესყიდვებს და ა.შ.
iCash-ის უპირატესობები:
· iCash პროგრამის ინსტალაცია უფასოა
· პროგრამა მუშაობს ონლაინ რეჟიმში, რაც საშუალებას გაძლევს დისტანციურად აკონტროლო ფინანსური ოპერაციები, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან
· iCash-ის პროგრამას შეუძლია იმუშაოს ინტერნეტის გარეშეც. ამ დროს ყველა ტრანზაქცია ავტომატურად სინქრონიზდება შენს ადმინ-პანელში. შენს თანამშრომლებს შეეძლებათ განაგრძონ გაყიდვა, მაშინაც კი თუ ინტერნეტი გათიშული იქნება
· პროგრამა არის სრულად დაცული – აინსტალირებ ერთჯერადად და არ გჭირდება ხელახალი ინსტალაცია
· ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, გექნება ქოლ-ცენტრის მხარდაჭერა, ან შენთვის საინტერესო დეტალებზე ინფორმაციას iCash-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩაშენებულ „დახმარების“ ჩანართში მოძებნი
როგორ მუშაობს iCash?
iCash-ის სავაჭრო პროგრამა ორიენტირებულია კომპანიებს ხელსაყრელი პირობებით მიაწოდოს საუკეთესო პროგრამული უზრუნველყოფა ქართულ ბაზარზე.
iCash პატარა ბიზნესებს ეხმარება ზრდასა და განვითარებაში, დიდ კომპანიებს კი ეფექტურობის გაზრდასა და ოპერაციების უფრო სწრაფად და მარტივად წარმართვაში.
iCash.ge 2 ტიპის პაკეტს გთავაზობს
· iCash ბიზნესი
iCash ბიზნეს პაკეტი შესაბამისია ნებისმიერი ტიპის მაღაზიისათვის. პაკეტის ღირებულება თვეში 40 ლარია, წლიური გადახდის შემთხვევაში კი – 450 ლარი.
· უფასო ტექნიკური მხარდაჭერა
· 1000-მდე პროდუქტი
· ინტეგრაციები
· უფასო ინსტალაცია
· ტრენინგი
· გაყიდვების დაფა
· რეპორტები
· iCash პრემიუმი
რაც შეეხება iCash პრემიუმ პაკეტს, ის შესაბამისია კაფე-ბარისთვის, რესტორნისა და ნებისმიერი ტიპის საკვები ობიექტისათვის. პაკეტის ყოველთვიური ღირებულება 60 ლარია, ერთ წლიანი პაკეტის შეძენისას კი 680 ლარს გადაიხდი.
· უფასო ტექნიკური მხარდაჭერა
· ულიმიტო დამატებითი ობიექტები
· ულიმიტო გაყიდვის წერტილები
· ულიმიტო პროდუქტები
· ინტეგრაციები
· უფასო ინსტალაცია
· ტრენინგი
· გაყიდვების დაფა
· რეპორტები
· წარმოება
· ინგრედიენტები/რეცეპტები
· რესტორანი/ღია გადახდები/მაგიდის განლაგება
· სწრაფი კვების მოდული
ორივე პაკეტს აქვს საცდელი ვერსია, შეგიძლია გამოსცადო 3 თვის განმავლობაში უფასოდ, ხოლო თუ გაქვს, ან შეიძენ GSN-ში Daisy-ს სალარო აპარატს, 6 თვის განმავლობაში შეძლებ სარგებლობას.
GSN სალარო აპარატებისა და სავაჭრო მოწყობილობების კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან წარმატებით ოპერირებს.
კომპანიის ვებგვერდსა და ფილიალებში შესაძლებელია სალარო აპარატების და ფისკალური პრინტერების შეძენა, რომლებიც ავტომატურ კავშირშია შემოსავლების სამსახურთან. გარდა პროდუქციისა GSN მომხმარებელს სთავაზობს დამატებით სავაჭრო მოწყობილობებს, რომლებიც სავაჭრო ობიექტებს გამართულ მუშაობაში ეხმარება.
იმისთვის, რომ სრულად გაიგო აიქეშის პროდუქტების და სერვისების შესახებ, უნდა ეწვიო ოფიციალურ ვებგვერდს www.icash.ge სადაც გაეცნობი დეტალურ ინფორმაციას, ან დაგვიკავშირდით 032 2 500 225.