IBSU-მ ნიდერლანდების ელჩს უმასპინძლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქალთა გაძლიერების თემაზე ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში, მელინე არაკელიანმა მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას IBSU ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფორუმზე, რომელიც ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა გაერთიანების ხელმძღვანელის, არტ არაკელიანის მოდერატორობით წარიმართა, ნიდერლანდების ელჩმა და განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, თამარ შიოშვილმა ქალთა გაძლიერებისა და ლიდერობის შესახებ ისაუბრეს.
„ელჩმა მიმოიხილა ძირითადი გამოწვევები, რომლებსაც ქალები ლიდერის პოზიციებზე აწყდებიან და გზები, რომლითაც საგანმანათლებლო დაწესებულებები ქალების გაძლიერებას ხელს შეუწყობენ.
ასევე, მელინე არაკელიანმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და დიპლომატიური კარიერის მიმართულებით რჩევებიც გასცა.
ფორუმის დაწყებამდე უნივერსიტეტის რექტორმა, კახა შენგელიამ და დეკანმა თამარ შიოშვილმა ელჩს უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე – ეს არის პოლიტიკური დემარში – აშშ-მ ეს ნაბიჯი გადადგა, რათა ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს – მათ დასახმარებლად არის რგოლი გადმოგდებული