IAEA-ს ექსპერტებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დრონის კვალი არ აღმოუჩენიათ

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს(IAEA) ექსპერტებმა დაათვალიერეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მდებარე წყლის გაგრილების კოშკი, სადაც 11 აგვისტოს, საღამოს, ხანძარი იყო.
სააგენტოს მიერ 12 აგვისტოს, გვიან ღამით გამოქვეყნებული ინფორმაციით, სპეციალისტებს არ აღმოუჩენიათ არც დამწვარი საბურავების და არც უპილოტო საფრენი აპარატის კვალი.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა ამ ეტაპზე ვერ შეძლეს ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა და დამატებით კვლევას ჩაატარებენ.
ამასთან, სააგენტოს სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რადიაციის დონე მომატებული არ არის.
ვრცლად radiotavisupleba.ge – ზე

ასევე დაგაინტერესებთ

„ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს“ – პროკურატურა