IAEA-ს ექსპერტებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დრონის კვალი არ აღმოუჩენიათ

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს(IAEA) ექსპერტებმა დაათვალიერეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მდებარე წყლის გაგრილების კოშკი, სადაც 11 აგვისტოს, საღამოს ხანძარი იყო.
სააგენტოს მიერ 12 აგვისტოს, გვიან ღამით გამოქვეყნებული ინფორმაციით, სპეციალისტებს არ აღმოუჩენიათ არც დამწვარი საბურავების და არც უპილოტო საფრენი აპარატის კვალი.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა ამ ეტაპზე ვერ შეძლეს ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა და დამატებით კვლევას ჩაატარებენ.
ამასთან, სააგენტოს სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რადიაციის დონე მომატებული არ არის.
მ და რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძრის გამო ერთმანეთი დაადანაშაულეს. რუსული მხარის განცხადებით, ხანძარი უკრაინული დრონით დარტყმამ გამოიწვია. უკრაინამ გამომწვევ მიზეზად დაასახელა საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლის განზრახ გაჩენა, ან გულგრილობა, მათ შორის საბურავების დაწვა.
უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, ს მიერ ოკუპირებულია 2022 წლის მარტიდან. სადგურს რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაცია მართავს. მონიტორინგის მიზნით ტერიტორიაზე იმყოფება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რამდენიმე ექსპერტი.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ჩვენ მათ უსამშობლო ადამიანები დავარქვით, თუმცა მოღალატეებს სირცხვილის გრძნობა ნამდილად არ გააჩნიათ, ერთი რამ ზუსტად იცოდეთ, საქართველოს ინტერესები არ გაიყიდება! – სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც გაშმაგებული გვებრძვიან გარე ძალები

შალვა პაპუაშვილი – უსამშობლო ოპოზიციისგან განსხვავებით, ვმოქმედებთ თქვენი ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების საამებლად, ეს ქვეყანა ამოვაგდეთ მუდმივი ომების დაწყევლილი წრიდან და აღარ ვაქციეთ სხვათა გეოპოლიტიკური თამაშების იარაღად