IAEA: ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე ვითარება სარისკოა

უკრაინის ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე ვითარება სარისკო რჩება და ობიექტის ხელახალი ჩართვა უსაფრთხო არ არის – აცხადებს გაეროს ბირთვული უწყების ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი 3 ივნისს. ზაპოროჟიეს სადგური ს ძალებმა დაიკავეს მალევე მას მერე, რაც 2022 წლის თებერვალში სრული მასშტაბით შეიჭრნენ ში.
“ბირთვული უსაფრთხოების და დაცულობის შვიდივე პუნქტი სრულად ან ნაწილობრივაა ხელყოფილი” – ამბობს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი.
გროსის თქმით, 28 მაისს მან კალინინგრადში შეხვედრა გამართა ალექსეი ლიხაჩოვთან, რუსეთის სახელმწიფო ბირთვული ფირმის, “როსატომის” ხელმძღვანელთან, რათა განეხილა ზაპოროჟიეს ხელახალი ამუშავების შესაძლებლობა.
უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე დრონებით და რაკეტებით იერიშების მიტანაში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ