ამერიკული გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ბირთვული იარაღის დასამზადებლად საჭირო გამდიდრებული უნარის წარმოების გაზრდის ფონზე, ირანი ზედამხედველობის საერთაშორისო მცდელობებს ხელს უშლის.
Bloomberg-ის ცნობით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების ვარაუდით, ამ დროისთვის ბირთვული იარაღის რამდენიმე ქობინის დასამზადებლად ირანი საკმარისი რაოდენობის გამდიდრებულ ურანს ფლობს. ამის შესახებ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა.
“არ გვესმის, რატომ არ უზრუნველყოფს (რედ. ირანული მხარე) საჭირო გამჭვირვალობას”. – თქვა მან.
ინსპექტორების თქმით, ირანმა დეკემბრის თვეში ურანის გამდიდრების ტემპი გაასამმაგა. ღაზაში მიმდინარე ჰამას-ისრაელის ომის ფონზე, ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვასა და მიმდებარე წყლებში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმები გაახშირეს.
ხოლო 16 იანვარს გავრცელდა ცნობები, რომ ირანმა, დასავლეთ პაკისტანში ბელუჯისტანის ტერორისტული დაჯგუფების “ჯაიშ ალ-ადლის” პოზიციებზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რასაც პაკისტანის მხრიდან საპასუხო იერიშები მოჰყვა.