I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტორი პრომეთეს მღვიმეს ესტუმრა

2024 წლის I კვარტალში დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ვიზიტორთა უმეტესობა დან და ინდოეთიდან იყო, – ამის შესახებ PMCG-ის ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვაშია საუბარი. რომლის მიხედვითაც რუსი ტურისტების წილმა 30% შეადგინა, ინდოელების – 28%. ამას გარდა, საქართველოს სტუმრობდნენ – პოლონეთიდან (12%), დან (12%) და ყაზახეთიდან (9%).
PMCG-ის მიხედვით, 2024 წლის I კვარტალში დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა ჯერ კიდევ 10%-ით ჩამორჩება 2019 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ პანდემიამდელ დონეს.
2019 წლიდან მოყოლებული, ადგილობრივ ვიზიტორებს საერთაშორისო ვიზიტორები სჭარბობდნენ, გარდა 2020 წლისა, როდესაც მათი რიცხვი კოვიდ-19 პანდემიის გამო შემცირდა. 2023 წელს საერთაშორისო ვიზიტორებმა მთლიანი ვიზიტების 58% შეადგინეს.
2021 წლიდან მოყოლებული, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ვიზიტები ზრდის ტენდენციით ხასიათდება.
2024 წლის I კვარტალში დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებულმა ვიზიტებმა ჯამურად 61 ათასს მიაღწია, რაც ოდნავ აღემატება 2023 წლის I კვარტალის მაჩვენებელს, თუმცა ჩამორჩება 2019 წლის შესაბამის პერიოდში დაფიქსირებულ რიცხვს.
2024 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტორი პრომეთეს მღვიმეს (26%) და თბილისის ეროვნულ პარკს (16%) ესტუმრა.
დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტები მნიშვნელოვანი სეზონურობით ხასიათდება. კერძოდ, III კვარტალში დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს (საშუალოდ წლიური ვიზიტების 50%-ზე მეტი), I კვარტალში კი – ყველაზე ნაკლები (საშუალოდ მხოლოდ 7%), – ნათქვამია, PMCG-ის ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვაში.