ჩვენი შეფასებით, 2025 წლის მარტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 8.7%-ით გაიზარდა და 300 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვაში წერია.
„ჯამურად, 2025 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.4%-ით გაიზარდა და 835 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, ჩვენი შეფასებით.
ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ დოლარს მიაღწევს 2025 წელს“, – წერია მიმოხილვაში.
