I კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან და რუსეთიდან განხორციელდა – PMCG

2024 წლის I კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან და დან განხორციელდა – ამის შესახებ PMCG-ის ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვაში ვკითხულობთ.
2020 წლის I კვარტალის შემდეგ საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ პირველად მიაღწია 2019 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ პანდემიამდელ მაჩვენებელს. 2024 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 1.3 მილიონი შეადგინა, რაც 25%-ით აღემატება 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელს.
2024 წლის I კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან განხორციელდა (ვიზიტების საერთო რაოდენობის 19%), რომელსაც მოსდევდა რუსეთი (16%). აღსანიშნავია, რომ 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირდა რუსეთიდან (16%-ით) და უკრაინიდან (23%-ით) განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა. ამავდროულად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ინდოეთიდან (44%), ყაზახეთიდან (40%) და აზერბაიჯანიდან (28%) განხორციელებული ვიზიტების რიცხვი.
იმ 10 ქვეყნიდან, საიდანაც 2024 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა, 5-მა ქვეყანამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა პანდემიამდელ დონეს.
განსაკუთრებით შესამჩნევი აღდგენა შეიმჩნეოდა ბელორუსიიდან (263%) და ყაზახეთიდან (259%) განხორციელებულ ვიზიტებში.
2024 წლის I კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების საშუალო ხანგრძლივობა, 2023 წლის I კვარტალთან შედარებით, 6-დან 5.5 ღამემდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული მაჩვენებელი პანდემიამდელ რიცხვს (3.7 ღამე) კვლავ აღემატება, – ნათქვამია, PMCG-ის ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვაში.