I კვარტალში საქართველოდან ექსპორტზე 371 ტ-მდე გაყინული თევზი გავიდა

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოდან ექსპორტზე 370,83 ტ გაყინული თევზი გავიდა, ექსპორტის მთლიანმა ღირებულებამ კი $611 950 შეადგინა.
მათგან 160 ტ გაყინული თევზის ექსპორტი საზღვაო, ხოლო 210,83 ტ-ის ექსპორტი საავტომობილო გზით განხორციელდა.
ყველაზე დიდი ოდენობით -179,51 ტ გაყინული თევზის ექსპორტი ში განხორციელდა, შემდეგ მოდის 125,62 ტ-ით აზერბაიჯანი და 65,7 ტ-ით სომხეთი.
საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაყინული თევზის ექსპორტს არ ახორციელებს.