I კვარტალში ეკონომიკა 10.4%-ით, II კვარტალში კი 10.1%-ით გაიზრდება – ISET-ის პროგნოზი

2024 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებელი 10.4%, 2024-ის მეორე კვარტალში კი 10.1% იქნება. ამის შესახებ პროგნოზს, კვლევითი ინსტიტუტის ISET აქვეყნებს.
საქსტატის 2024 წლის იანვრის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასებით, აღნიშნული მაჩვენებელი 5.8%-ით გაიზარდა, თებერვალში – 9,5%–ით. წლის პირველ ორ თვეში მშპ-ის ზრდის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა კი 7.5%-ს მიაღწია.
„საქსტატის მშპ-ის ზრდის მაჩვენებლის გამოთვლის მეთოდოლოგიის ცვლილების შედეგად, დეკემბრის კორექტირებულ მონაცემებში, წინა თვის მაჩვენებლებთან შედარებით, ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. შესაბამისად, ჩვენი მშპ-ის ზრდის პროგნოზიც აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით დაკორექტირდა“, – აცხადებენ ISET-ში.
კვლევითი ინსტიტუტის თანახმად, იანვრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წელს, პესიმისტური სცენარის შემთხვევაში, მოსალოდნელია წლიური 7.8%-იანი ზრდა, ხოლო საუკეთესო ან საშუალო, გრძელვადიანი ზრდის სცენარის შემთხვევაში – 9.4%-იანი ზრდა. ინსტიტუტის შუალედური პროგნოზის თანახმად (უკანასკნელი ოთხი კვარტალის საშუალო ზრდის მაჩვენებელზე დაყრდნობით), მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 8.9%-ით.
მათივე პროგნოზით, 2024 წელს ეკონომიკური ზრდის შესახებ მოლოდინები შესაძლოა ზედმეტად ოპტიმისტური იყოს. ISET-ის მიერ გამოყენებული მოდელი შესაძლოა სრულად არ ასახავდეს ში მიმდინარე ომის უარყოფით ზეგავლენას.